მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Rockstar-მა 40-მდე თანამშრომელი მონაცემების გაჟონვის ბრალდებით დაითხოვა

Rockstar

სათამაშო ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა Rockstar Games-მა, რომლის სახელსაც ცნობილი თამაშები Grand Theft Auto და Red Dead Redemption უკავშირდება, სამსახურიდან 40-მდე თანამშრომელი დაითხოვა.

როგორც კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, აღნიშნული პირები Rockstar-ის კანადისა და დიდი ბრიტანეთის ფილიალებში მუშაობდნენ და გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ასაჯაროებდნენ.

Rockstar Games-ში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედება უმძიმეს დანაშაულად ითვლება და მასში ბრალდებულები კომპანიას სამუდამოდ ტოვებენ.

საყურადღებოა გათავისუფლებული თანამშრომლების პოზიციაც, რომლებიც განმარტავენ, რომ მონაცემების გაჟონვა სინამდვილეში არაფერ შუაშია და ისინი პროფესიული კავშირის ჩამოყალიბების მცდელობის გამო ისჯებიან. საუბარია საკომუნიკაციო პლატფორმა Discord-ზე შექმნილ ჯგუფზე, სადაც ბრალდებული დასაქმებულები Rockstar-ში არსებულ სამუშაო გარემოს აკრიტიკებდნენ და პროფკავშირის შექმნას გეგმავდნენ.

Rockstar-ის მტკიცებით, სწორედ აღნიშნულ ჯგუფში ავრცელებდნენ ისინი გასაიდუმლოებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ცნობისთვის, სამუშაო გარემოს შესახებ კითხვები სათამაშო ინდუსტრიის გიგანტის მიმართ ადრეც გაჩენილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები