მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც შემოსავლები დოლარშია ლარის გამყარება ჩვენი ბიუჯეტის გარღვევას იწვევს - Nuts Ge-ს დირექტორი

643da0911c761
ლიკა გურაბანიძე
17.04.23 23:20
1322
ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ამით შემოსავლები უმცირდებათ. თხილის გადამამუშავებელი კომპანია Nuts Ge-ს დირექტორი მამუკა ბერიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი სტაბილური იყოს, რათა ბიზნესმა დაგეგმარების დროს გათვლები სწორად გააკეთოს.

“როდესაც აგვისგოში ჩვენ ბიუჯეტს დავგეგმავთ და იმ მოცემულობაში X კურსი გვაქვს მცირე რყევებს ვითვალისწინებთ, თუმცა არა იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს. მაშინ, როდესაც შემოსავლები დოლარშია ლარის კურსის გამყარების პროცესი ჩვენი ბიუჯეტის გარღვევას იწვევს. კომპანიას მეტი ხარჯის გაწევს უხდება, შედეგად კომპანიებს შემოსავლები უმცირდებათ.

მომავალში ეს რა თქმა უნდა, იმედს გავძლევს, რომ გამყარებული კურსით ქვეყნის ეკონიმიკა უფრო ძლიერი იქნება, თუმცა მოკლე ვადაში შემოსავლების კლების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ექსპორტიორ ბიზნეზებზე უარყოფითად აისახება.” - განმარტა Nuts Ge-ს დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები