მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდიდან დაიწყებს მთავრობა stopcov ფონდში აკუმულირებული თანხის ხარჯვას? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

5e8da50cc607f
ინგა მურუსიძე
08.04.20 14:12
1133

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, stopcov ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და ცნობილი საზოგადოებისთვის.

თურნავას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდის თანხების კოორდინაციას  ბიზნესომბუდსმენი ახდენს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესმენს, ვინც ოპერატიულად გამოეხმაურა ფონდის იდეას და შემოწირულობებს რიცხავს ამ ფონდში. ჯერჯერობით ხდება თანხების აკუმულირება და ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება საჭიროებების აღიცხვა, თუ რომელ სფეროს და უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები გააჩნია. რა თქმა უნდა, როგორც კი საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის 23,7 მლნ ლარია მობილიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები