მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან მიიღებენ სოცდაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ერთჯერად ვაუჩერს?

6182384109093
ინგა მურუსიძე
03.11.21 11:27
1131
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერების მიღება მომავალი წლიდან, ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერების თემა, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ წლის ნებისმიერ დროს მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები. ეს ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი, რათა ადამიანებმა წლის ნებისმიერ დროს მიიღონ ერთჯერადი ვაუჩერი მედიკამენტების შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქმე ეხება კახა კალაძის მიერ არჩევნებამდე დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი
პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. მან განმარტა, რომ ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.

ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდება. მერიის ინფორმაციით, პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები