მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან შეწყდება ტაქსების A-კატეგორიის ლიცენზიების გაცემა? - განმარტება

63919ed86ffcf
ინგა მურუსიძე
08.12.22 12:30
1685
ტაქსის რეფორმის სამივე კატეგორიის ამოქმედების შემდეგ A-კატეგორიის ლიცენზია აღარ გაიცემა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„ის ნებართვები, რომლებსაც დღეს A-კატეგორიის ტაქსები იღებენ, დაუკანონდებათ საკუთრებაში და ეს იქნება არა ერთწლიანი, არამედ მუდმივი ნებართვა, რომელიც მათ აღარ ჩამოერთმევათ და შეძლებენ ამ ნებართვის განკარგვას ნებისმიერი ფორმით, შეუძლიათ იჯარით გაასხვისონ, გაყიდონ, ან თავად გაწიონ მომსახურება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, დღეისთვის იმ რაოდენობის ნებართვებია გაცემული, რომ ბაზარი გაჯერებულია, თუმცა თუ საჭირო გახდება ნებართვების რაოდენობის გაზრდა მომდევნო წლებში, მუნიციპალიტეტი გარკვეული რაოდენობის ნებართვებს გამოიტანს და აუქციონის მეშვეობით გაყიდის ბაზარზე.

„ლიცენზიების გაცემას რაც შეეხება, ამ ეტაპზე შეჩერებული არ არის. როგორც კი რეფორმის სამი ეტაპი გაეშვება, იმ წუთიდან A-კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეჩერდება. რეფორმა დაახლოებით მომდევნო წლის თებერვლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ: ტაქსის რეფორმის III ეტაპზე ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ფასიანი ქაღალდი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.

ცნობისთვის, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი - უფასოა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ვებგვერდის მონაცემებით, ტაქსის ლიცენზია ამ დროისთვის სულ 17 355 ავტომობილს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები