მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაექვემდებარებიან ავტოსადგურები ავტორიზაციას? - ბიზნესი სამუშაო პროცესში ჩართვას ითხოვს

BM.GE
20.02.23 11:58
318
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვა. 

სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში. 

თემა გარკვეული პერიოდულობით აქტიურდება, თუმცა წლების წინ განცხადებული დანაპირების მიუხედავად ავტოსადგურების პრობლემის მოგვარება ვერცერთ ჯერზე ვერ მოხერხდა. რა ხდება დღეს, რამდენად რეალისტურია დაგეგმილი ცვლილებები და რა იცის თემაზე ბიზნესმა?

სტუმარი: ნესტორ მიქატაძე - „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები