მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება EURO2024 ის ბილეთების გაყიდვა? - ფედერაციის პასუხი

HFHFH

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი UEFA-ს 7-9 აპრილს ეწვევა“ - განცხადება BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ გააკეთა.

მისი თქმით, ყველა დეტალს, მათ შორის ბილეთების გაყიდვის თარიღს, რაოდენობას სწორედ ეს ჯგუფი გაარკვევს, რომელსაც ალექსანდრე იაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

ჯღარკავას განცხადებითვე, საქართველოს ნაკრები ბოლო გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა, არის დებიუტანტი, შესაბამისად, ის სამუშაოები, რომელიც უეფამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა ჩაატაროს, ორივე მხარისთვის სიახლეა.

„გამიჭირდება ზუსტი თარიღის თქმა, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს შეიძლება იყოს 7-9 აპრილამდეც, დამოკიდებული ვართ უეფა-ზე, რომელიც შვებულებაში იყო და ახლა განაახლა სამუშაო პროცესი“ - განაცხადა ნიკოლოზ ჟღარკავამ.

ამ დროისთვის დაზუსტებით რაც ვიცით, ბილეთების რეალიზაცია მხოლოდ უეფას ოფიციალურ საიტზე მოხდება.

რაც შეეხება კვოტირების თემას, ნიკოლოზ ჯღარკავას თქმით, ამ საკითხზეც უეფასგან ელოდებიან ინფორმაციას და რა რაოდენობის ბილეთები გამოიყოფა ქართველი გულშემატკივრებისთვის, წინასწარ ამის თქმა რთულია.