მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება სკოლებში კვების პროგრამა? - განათლების მინისტრის განმარტება

გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლებში კვების პროგრამის დაწყება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც 3-4 წელიწადში ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება.

“იმ სკოლებში, რომელშიც უკვე შესაძლებელია პროგრამის დაწყება, ეტაპობრივად დავგეგმავთ და დავიწყებთ, სამწუხაროდ, ამას 1-2 თვეში ვერ გავაკეთებთ, გარკვეული დრო სჭირდება. ამასთან, მოგეხსენებათ 3-4 წელიწადში გვინდა ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტის დამთავრება და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კვების პროგრამის ეტაპობრივად დაწყებაც”, -  განაცხადა განათლების მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ამილახვარმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ევროკავშირის ეგიდით “საერთაშორისო კოალიციაში” გაერთიანების პროცესი.

“საერთაშორისო კოალიცია” სხვადასხვა ქვეყნებს მეთოდოლოგიურად ურჩევს, როგორ გადაჭრან ეს პრობლემები, შესაბამისად, ვცდილობთ გაწევრიანებას და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის, რომ რეალური სურათი დავდოთ, ამისთვის დრო დაგვჭირდება, ამასთან, სამინისტროში იქმნება სპეციალური პროგრამა, რომელსაც კონკრეტული ბიუჯეტი გამოეყოფა, პროგრამის ფარგლებში შეფასდება რომელ სკოლაში რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი”, - დასძინა მან.

ცნობისთვის:  უწყება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე 2020 წლიდან მუშაობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები