მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა? - მთავრობის განმარტება Black Sea Arena-ს კონცერტებზე

64411b336325d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 14:59
1158
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

„კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“
„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“
„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“
„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

უწყების ცნობით, დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, Black Sea Arena-ს ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას განიხილავდა. 28 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები