მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება და რა ეღირება SpaceX-ის კოსმოსური ტურები ორბიტაზე?

5e4d20c949b35
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 00:30
1769
მილიარდერ ილონ მასკის SpaceX-ი თანამშრომლობას იწყებს კოსმოსური ტურიზმის კომპანიასთან კოსმოსური ტურიზმის განვითარების მიზნით. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, კოსმოსური ტურიზმის კომპანია Space Adventures-მა 2001 წლიდან 2009 წლამდე 8 კოსმოსური ტურის მოწყობა შეძლო, ამჯერად კი ის ცდილობს SpaceX-ს დაეხმაროს ტურის ორგანიზებაში.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი ორბიტაზე 4 მგზავრს გაიყვანს. ტურის ორგანიზება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მგზავრებს დაახლოებით 5 დღე დასჭირდებათ დედამიწის ორბიტაზე გასასეირნებლად.

როგორც Space Adventures-ის წარმომადგენელი აცხადებს, ორბიტაზე გასეირნება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, რაც აბსოლუტურად მისაღები ფასია აღნიშნული სერვისისთვის.

ამ სერვისის შესასრულებლად, SpaceX-მა ჯერ ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-სგან თანხმობა უნდა მიიღოს და შესაბამისი სერთიფიკატის მფლობელი გახდეს, რის შემდეგაც შესძლებს ადამიანების კოსმოსში გაყვანას.

შეგახსენებთ, ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ Boeing-თან და SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კოსმოსური ხომალდების აგებას ითვალისწინებდა. ამ მიზნით სააგენტომ 2,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო SpaceX-ს, ხოლო 4.2 მილიარდი აშშ დოლარი Boeing-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები