მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა?

5ed64893b82da
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.20 19:38
3799
სუბსიდირებული იპოთეკების გაცემისთვის მთავრობის დადგენილების მიღებაა საჭირო, - ამის შესახებ BM.ge-ის საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრობრამის ფარგლებში ერთ მოქალაქეს 200,000 ლარის ფარგლებში შეეძლება იპოთეკური სესხის აღება, ხოლო თანადაფინანსების ვადა 5 წელი იქნება. დაფინანსების მისაღებად მოქალაქეებს ბანკისთვის მიმართვა 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ.

"ამ მხრივ, დეტალები ჩვენთვის ცნობილია. ახლა ველოდებით საბოლოო დადგენილებას. იყო გაცხადებული მთავრობის მხრიდან, რომ 5 წლის განმავლობაში 4 პროცენტული პუნქტის სუბსიდირებაზე არის საუბარი, ეს შეეხება მხოლოდ პირველად ბაზარს და საგარანტიო სქემის ამოქმედებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა. მხოლოდ ლარის სესხებზე არის საუბარი, 200,000 ლარამდე მოცულობის. ერთმა პირმა შეიძლება რამდენიმე სესხი აიღოს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

მთავრობას პროგრამის მეტი დეტალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი. მისი დეტალური ბიუჯეტის და მასზე პასუხისმგებელი უწყების შესახებ მეტი 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ გაირკვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები