მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის დასრულდება მეხსიერების ბარათების დეფიციტი?

RAM

მეხსიერების ბარათებისა და ჩიპების მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ გლობალური დეფიციტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმმა გამოიწვია, მხოლოდ 2028 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: Samsung, SK Hynix და Micron ამჟამად წარმოების ძირითად სიმძლავრეებს მაღალი გამტარობის მეხსიერების (HBM) შექმნისკენ მიმართავენ, რადგან AI მონაცემთა ცენტრების მხრიდან HBM-ზე მოთხოვნა კრიტიკულად გაიზარდა. ცხადია, ეს პროცესი პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან ჩვეულებრივი კომპიუტერებისა და სმარტფონებისთვის განკუთვნილი მეხსიერების ბარათების წარმოება შემცირებულია, რაც ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს.

Gartner-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მეხსიერების გაძვირების გამო, 2028 წლისთვის ბაზრიდან შესაძლოა სრულად გაქრეს 500 დოლარზე ნაკლები ღირებულების, ბიუჯეტური ლეპტოპები, რადგან მწარმოებლები ვეღარ შეძლებენ დაბალი ფასის შენარჩუნებას RAM და SSD-ზე გაზრდილი თვითღირებულების გამო.

ამასთანავე, დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ Sony და Microsoft მომდევნო თაობის სათამაშო კონსოლების გამოშვების 2028-2029 წლებამდე გადავადებას განიხილავენ, რათა ახალი თაობის PlayStation-ის და Xbox-ის გამოშვება რენტაბელურ ფასად შეძლონ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამჟამად ოპრატიული მეხსიერების და VRAM-ის ღირებულება ბაზარზე თითქმის 300-400%-ით არის გაზრდილი და თან მიწოდება იმდენად დეფიციტურია, რომ პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს შეკვეთების დროულად შესრულება უჭირთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები