პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი.
"2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, 2012 წლიდან მიმდინარეობს. 2020 წელს შეთანხმების შედეგად მოდერნიზაციის პროექტის საერთო ღირებულება შემცირდა 12 მილიონი შვ. ფრანკით და გახდა 248 მლნ. შვეიცარიული ფრანკი, საიდანაც დღეისათვის ათვისებულია 239 მლნ. შვ. ფრანკი. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:
სამშენებლო სიგრძე
• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ
მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა
• მრუდების საქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.