მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება - ღარიბაშვილი

63c95a6c15874
BM.GE
19.01.23 18:49
1236
"ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 %-ზე  გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.

"პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა.

„ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება“ - მთავრობის გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები