მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა? - ლექვინაძის პასუხი

641c709542c45
ალა ისპირიანი
23.03.23 19:26
584
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საწვავის ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ამჟამად იმ პროცედურებს გადის, რომელიც დოკუმენტის საბოლოო ფორმის მისაცემადაა საჭირო.

"საწვავის ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკულად სამუშაო დასრულებული აქვს - საუბარია, როგორც ეკონომიკური ანალიზის მიმართულებაზე, ასევე სამართლებრივი შეფასების ნაწილზე. ახლა რიგ პროცედურებს გავდივართ, რომელიც დოკუმენტის საბოლოო ფორმის მისაცემადაა საჭირო.

შემდეგი პროცედურა ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნოს იმ კომპანიებს ვის მიმართაც მოკვლევა მიმდინარეობა და საბოლოო განმარტებების მიღების შემდეგ მოკვლევის შედეგები გამოცხადდება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა გასული წელს დაიწყო. როგორც მაშინ ლექვინაძემ BMG-თან განაცხადა, მოკვლევა ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მან ასევე თქვა, რომ მოკვლევის მიზანია, დადგინდეს - ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები