მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა?

63c7ccea92e9f
BM.GE
18.01.23 14:40
4903
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი სავარაუდოდ კიდევ 2-3 წელი ვერ დასრულდება. ასე უპასუხა ხმალაძემ bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

„საკმაოდ მასშტაბური პროექტია და ეს არის პარკი, რომელიც თბილისში ყველაზე დიდია. გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია. შესრულდა 5 მლნ ლარის მიწის სამუშაოები, დენდროლოგიური ნაწილი, კომუნიკაციების ნაწილი. ჩემი მოლოდინია, რომ შესაძლოა, პროექტი 2-3 წლის განმავლობაში ვერ დასრულდეს, თუმცა ეს ვადაც პირობითია, საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ახალი პარკი უნდა გაშენდეს და მთავარია პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერი, კახა კალაძე ჯერ კიდევ 2020 წელს აცხადებდა, რომ პროექტი ოქტომბერში დაიწყებოდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები