მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება ზაარბრუკენის და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

5e1612516b8f1
BM.GE
08.01.20 22:15
1195
ზაარბრუკენის და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას ჰქონდა ხარვეზები გამოსასწორებელი, რომელთა გამოსწორების პროცესი მიმდინარეობს.

„კომპანიასთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, გავიარეთ კონკრეტული ხარვეზები. კომპანიის მხრიდან დაიწყო ხარვეზების გამოსწორება. ძირითადი ნაწილი ხარვეზებისა გამოსწორებულია. თუმცა, რამდენიმე დღე სჭირდება ასევე ხარვეზების [აღმოფხვრას] და მთლიანად პროექტის დამთავრებას, არის პატარ-პატარა სამუშაოები, რომლებიც უახლოეს დღეეებში დამთავრდება სრულად“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან უხარისხოდ იყო შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარამდე შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები