მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაგზავნის ილონ მასკი ადამიანებს მარსზე?

მარსი

ილონ მასკის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი მომავალ წელს მარსის მიმართულებით გაემგზავრება 50%-ია.

როგორც მილიარდერმა მარსის კოლონიზაციის განახლებული გეგმის პრეზენტაციის განაცხადა, წითელ პლანეტაზე პირველი ხომალდის გაშვება კონკრეტული ნიშანსვეტების მიღწევაზე არის დამოკიდებული, მათ შორის აფრენის შემდეგ დედამიწის ორბიტაზე საწვავის ავზის გავსებსათან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, არ შესრულებულა.

თავად 2026 წელი უბრალოდ შერჩეული თარიღი არ არის, რადგან ეს არის წელი, როცა დედამიწა და მარსი პლანეტური ჭადრაკის დაფაზე ისეთნაირად ლაგდებიან, რომ პლანეტებს შორის მანძილი ყველაზე მოკლე გამოდის, რაც მგზავრობას უფრო სწრაფს და მეტად ბიუჯეტურს აქცევს. ამ გზით, დედამიწიდან მარსამდე ჩასვლა შვიდიდან ცხრა თვემდე შუალედში შეიძლება. პირველ გაფრენაზე, ილონ მასკი მარსზე რამდენიმე ჰუმანოიდი რობოტის გაგზავნას გეგმავს, ხოლო ადამიანები ხომალდზე მეორე ან მესამე გაფრენისას გამოჩნდებიან.

თუკი SpaceX-მა მარსის მიმართულებით კოსმოსური ხომალდი 2026 წელს ვერ გაგზავნა, მაშინ კომპანია კიდევ ორწლიან შუალედს აიღებს, რადგან ორ პლანეტას შორის მინიმალური მანძილი სწორედ ორ წელიწადში ერთხელ იჩენს თავს. ისე კი, ილონ მასკის დაპირებები თითქმის არასდროს სრულდება, რადგან ეს პირიქით რომ ყოფილიყო, მარსის მიმართულებით პირველი გაფრენა ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა შესრულებულიყო, ადამიანები კი წითელ პლანეტაზე 2024 წელს უნდა ჩასულიყვნენ.

პარალელურად, კოსმოსში ადამიანების გაგზავნაზე ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო მუშაობს, რაშიც SpaceX-იცაა ჩართული. ილონ მასკის კოსმოსური კომპანია ერთ-ერთი კონტრაქტორია, რომელიც Artemis-ის მესამე მისიაში მონაწილეობს — თავად ამ მისიის დანიშნულება კი, ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა. თავდაპირველად, მისიის შესრულება 2026 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ის სავარაუდოდ 2030-იან წლებში შესრულდება. შედეგად, ადამიანი დედამიწის თანამგზავრზე ფეხს 1972 წლის შემდეგ პირველად დადგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები