მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“? - ხმალაძის პასუხი

6411803e583f4
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.23 12:23
3246
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური გოცირიძე 1 კვირის განმავლობაში გაიხსნება. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის სადგურის ექსპლუატაციაში მიღების ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

„გოცირიძის მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზე ვართ. დღეს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნას მივიღებთ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, გოცირიძის მეტრო დაახლოებით 1 კვირის განმავლობა ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტროსადგური“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ: ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა bm.ge-თან საუბარში აცხადებდა, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მეტროსადგური 13 მარტის კვირაში უნდა გახსნილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები