მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“ - გენმენეჯერი

5f05ecb9e1512
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 20:41
1707
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ BM.GE-ს  სასტუმროს მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა.

„ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და ფასადის მცირე ნაწილი. ოთახებში ხანძარი არ გავრცელებულა. სასტუმრო აღჭურვილია მაღალი დონის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და კედლები ცეცხლგამძლეა. სახანძრო სისტემის გამართულმა მუშაობამ და პერსონალის ოპერატიულმა ქმედებებმა განაპირობა სტუმრების უსაფრთხოება. ადგილზე მობილიზებული იყო ათამდე სამაშველო ბრიგადა.

მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხანძარი დაკეტილ საუნაში. პანდემიის შედეგად დადგენილი რეგულაციების გამო, საუნა არ ფუნქციონირებდა”, - განმარტა გენერალურმა მენეჯერმა.

ელენე ოთარაშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს ყველა სტუმარი გუშინ ღამით ოპერატიულად გადაიყვანეს იქვე მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელში“. დღეს დილით კი მათ ნომრებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანა შეძლეს. ის ზარალის ზუსტ მოცულობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ზიანი მინიმალურია.

„სილქ როუდ ჯგუფისთვის“ მთავარი პრიორიტეტი სტუმრის უსაფრთხოებაა. ამ მიზნის მისაღწევად ჯგუფის პროექტებში ყოველთვის მაქსიმალური ინვესტიცია ხორციელდება. ამ შემთხვევაშიც სწორედ უსაფრთხოების მაღალმა სტანდარტმა განაპირობა მინიმალური ზიანი. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება“, - აღნიშნა სასტუმროს ხელმძღანელმა.

შეგახსენებთ, 8 ივლისს დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის წინანდლის მამულში სასტუმრო "რადისონ ქოლექშენში" ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მალევე შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები