მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გასცემს ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაციას?

602a418163564
ინგა მურუსიძე
15.02.21 19:30
3156
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას მაშინ გასცემს, როცა ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება.

მისი განმარტებით, თავად სტაბილურობა იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მაჩვენებელი მთელ ქვეყანაში, მათ შორის გარდაცვალების მაჩვენებელი, რეანიმაციაში ავადმყოფების რაოდენობა, ინციდენტობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ ავადმყოფთა რაოდენობა იქნება ისეთი, რაც უწყებათშორის საბჭოს მისცემს საშუალებას, შემდეგი ნაბიჯი გადადგას.

„ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა რეკომენდებული არ არის. დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, სკოლებში სწავლა დაიწყო. უნდა დავაკვირდეთ შედეგებს და შემდეგ ვიფიქროთ შემსუბუქების გაგრძელებაზე“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები