მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გახდება საჯარო ტურიზმის სტრატეგიის განახლებული დანართი?

632d4e847b844
თელარა გელანტია
25.09.22 19:20
661
საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015-2025-ის სტრატეგიული დანართი, რომელიც მიმართულია პოსტ-პანდემირ პერიოდში ქვეყნის ტურიზმის განვითარებასა და ახალ რეალობასთან ადაპტირებაზე, შემუშავების ფინალურ ეტაპზეა.

ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015-2025-ის სტრატეგიული დანართი „ძალიან მალე, რამდენიმე თვეში იქნებოდა მზად“. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მარიამ ქვრივიშვილი ამბობდა, რომ დანართი შემუშავების ფინალურ ეტაპზე იყო.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტზე USAID-თან ერთად მუშაობენ, მაგრამ როდის გახდება საჯარო, არ აკონკრეტებს.

„USAID-ის დახმარებით, რეალურად ხელახლა გავაკეთეთ ტურიზმის სტრატეგიის გადახედვა covid-პანდემიიდან  და მათ შორის ტურიზმის აღდგენის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელმაც ჩვენს პროგნოზსაც გადააჭარბა. შესაბამისად, მზად ვართ იმისთვის, რომ წარვადგინოთ ის მოლოდინები, რაც ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის კუთხით გვექნება”, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - როდის გახდება დოკუმენტი საჯარო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ბოლო ნიუანსების დაზუსტება მიმდინარეობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები