მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მიიღებს პირველ სტუმრებს სასტუმრო Rooms Batumi?

643909d0172cd
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.23 09:30
3977
ბათუმში, „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ქართული ბრენდის სასტუმრო Rooms Batumi პირველ სტუმარს მიმდინარე წლის ზაფხულიდან მიიღებს. ამის შესახე BM.GE-ს „აჭარა ჯგუფიდან“ აცნობეს.

„ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და სასტუმრო ზაფხულის პირველ ნახევარში უკვე უმასპინძლებს პირველ სტუმრებს. შედეგად, აჭარაში დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ამბობენ კომპანიაში.

აღსანიშნია, რომ 20 მლნ დოლარის ღირებულების სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ და მისი გავლენით დაწესებულმა რეგულაციებმა სასტუმროს გახსნის თარიღი დააკორექტირა და 2022 წლამდე გადადო. გასული წლის სექტემბერში კი “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ბერიშვილი ამბობდა, რომ ბათუმში "რუმსის" ბრენდის სასტუმრო 2023 წელს გაიხსნებოდა.

„აჭარა ჯგუფში“ სასტუმრო შენობის ისტორიულ წარსულზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ Rooms Batumi ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.

„სასტუმრო მდებარეობს პორტთან, ბათუმის ისტორიულ ნაწილში. არსებული შენობა იყო ავარიული, შესაბამისად, მოხდა მისი სრული რეკონსტრუქცია, თუმცა, პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ძველი შენობის ესთეტიკა და ძალიან საინტერესო დიზაინი მივიღეთ.

123 ოთახისგან შემდგარი Rooms Batumi გამორჩეული იქნება უნიკალური კონცეფციით, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ასევე F&B მიმართულებას და, საბოლოოდ, Rooms Batumi გარდაიქმნება ქალაქის სოციალურ და კულტურულ ცენტრად, რომელიც გვჯერა, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავენ "აჭარა ჯგუფში".