მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის მოხდება ტატიას საყდართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, უცნობია

BM.GE
15.04.19 10:04
622
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა speqtri.ge-სთან „ტატიას საყდრის“ პობლემის შესახებ ოფიციალური კომენტარი გააკეთა. „უამრავი უნიკალური ძეგლი გვაქვს გურჯაანში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია გზები და წყალი. 2019 წელს ამ კუთხით გაცილებით მეტის გაკეთებას ვაპირებთ, ვიდრე 2018-ში. ამისთვის დღე და ღამე ვმუშაობთ. რაც შეეხება „ტატიას საყდარს“, სხვა სოფლებშიც გვაქვს მსგავსი ნანგრევები, რომელთა აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის და ამ კუთხით მონახაზებიც გვაქვს. ჩვენთვის მნიშნელოვანია ისტორია და ტრადიცია, თუმცა ეს უფრო მომავლისკენ მოხდება, რადგან ამჟამად ჩვენი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის პრობლემების მოგვარებაა.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30565-akhmetashi-akhmetelis-quchis-moasfaltebisthvis-139-422-lari-daikharjeba

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები