მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შემოვა საქართველოში MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსები და სად ივლიან? - კალაძე

6492aa6a9a416
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.23 11:47
1127
ბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად “თეგეტა მოტორსი” გამოაცხადა. თბილისის მერიასა და კომპანიას შორის 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი კი 15 ივნისს გაფორმდება.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისი თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა და პირველი ნაკადი 2024 წლის პირველ აპრილამდე უკვე საქართველოში იქნება.

„გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა „თეგეტა მოტორსი“ 2023 წლის 15 ივნისს უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით. 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის ბრენდის ავტობუსები მიეწოდება დედაქალაქს. პირველ ეტაპზე 2024 წლის 1 აპრილამდე 50 ავტობუსი შემოვა, ხოლო ავტობუსების დარჩენილი ნაწილი 2024 წლის ბოლომდე“, - განაცხადა მერმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსებს 162 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, აქედან 43 დასაჯდომი ადგილია; ამასთან, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, სალონში არის სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.

კახა კალაძემ მოსახლეობაში არსებულ კითხვასაც უპასუხა - სად იმოძრავებენ 18-მეტრიანი ავტობუსები და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამისთვის სატრანსპორტო დერეფნები ეწყობა.

„შეიძლება დაისვას კითხვა - სად უნდა იმოძრაოს აღნიშნულმა ავტობუსებმა? ამისთვის შესაბამისი დერეფნებია, რომელიც მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქუჩები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მოვაწესრიგოთ და აღნიშნულმა ავტობუსებმა გადაადგილება შეძლონ. დარწმუნებული ვარ, ეს ავტობუსები დაგვეხმარება იმ იმ პრობლემის გაუმჯობესებაში, რომელიც გვაქვს და ადამიანები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. ჩვენ კი შევძლებთ დღის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანის გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორეზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები