მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შევა ექსპლუატაციაში თბილისის იუსტიციის სახლი? - მინისტრის პასუხი

იუსტიციის სახლი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ არ იცის ზუსტი თარიღი, თუ როდის შევა თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში. ასე უპასუხა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.

“ექსპლუატაციაში შესვლაში გულისხმობთ იმას, რომ ჩაბარებული არ იყო? ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ იუსტიციის სახლს. არ ვიცი დეტალები, ვერ გიპასუხებთ. ბოდიში, რომ კონკრეტული თარიღები არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ და გული გაგიხაროთ, ვიცი, რომ გაგიხარდებათ, საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით 121-ე იუსტიციის სახლი. 2012 წელს იყო 12 იუსტიციის სახლი და ამჟამად არის 121, რაც დარწმუნებული ვარ, გაგიხარდებათ, რადგან ეს ეკონომიკური ბრუნვის განვითარებას ქმედითად უწყობს ხელს”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროში არ იციან, როდის შევა ექსპლუატაციაში უნებართვოდ აშენებული თბილისის იუსტიციის სახლი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები