როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი? ამ კითხვაზე პასუხს განსაკუთრებით დედაქალაქში ელოდებიან. პასუხი კი ამ დრომდე არ ჩანს. მთავრიბის დადგენილებაში დასახელებულმა 15 ივლისის თარიღმა მღელვარება კიდევ უფრო გააძლიერა. საქართველოს მთავრობას კი ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე განმარტების გაკეთება დასჭირდა. მთავრობის ადმინისტრაციის განამრტებით, არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება. რამდენი ხანი შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გაჩერებული?
სტუმრები: ეკა ლალიაშვილი - საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ხელმძღვანელი;
გელა კვაშილავა - ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დამფუძნებელი, გაეროს ექსპერტი
სტუმრები: ეკა ლალიაშვილი - საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ხელმძღვანელი;
გელა კვაშილავა - ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დამფუძნებელი, გაეროს ექსპერტი