მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს EBRD-ი მთავრობების ხშირი ცვლის პროცესს?

5d99907ddcf49
ელენე კვანჭილაშვილი
06.10.19 11:00
1044
„EBRD არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ყველა მთავრობასთან. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მთავრობებისთვის, ამას ვაკეთებთ ქართველი ხალხისთვის“ - ასე იწყებს პასუხს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გადაცემის ავტორისა და წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე: რამდენად გასაგებია EBRD-ისთვის საქართველოში პრემიერების და მთავრობების ხშირი ცვლის პროცესი და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს საინვესტიციო კლიმატის მდგრადობაზე.

შეკითხვის მეორე ნაწილზე, EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ასეთი პასუხი აქვს: „რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ მთავრობების ხშირ ცვლას მოაქვს გარკვეული გამოწვევები და გაურკვევლობები. ვიცით, რომ 1 წელიწადში არჩევნებია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინისტრთა ნაწილი ისევ შეიცვლება. მეორე მხრივ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ბოლო წლებში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს ეკონომიკისთვის რეალური პრობლემები არ შეუქმნია: მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ინფლაციის დონეს, ფისკალური დეფიციტის დონეს - ყველა ამ მიმართულებით სურათი საკმაოდ სტაბილურია“ - ასეთია EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასება.

შეგახსენებთ, ეს იურგენ რიგტერინკის პირველი ვიზიტია საქართველოში EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები