მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას IMF-ის ხელმძღვანელი?

IMF კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე ენერგორესურსების ფასების ზრდის რისკებზე ისაუბრა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.9 პროცენტიდან 2.4 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო რიგ რეგიონებში რეცესიული რისკები გაიზრდება.

IMF-ის შეფასებით, ლოგისტიკური ხარჯები საერთაშორისო გადაზიდვებზე საშუალოდ 35 პროცენტით გაიზარდა, ამიტომ გლობალური მშპ-ის დანაკარგები მიმდინარე წელს 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ნავთობის ასეთი გაძვირების ფონზე, გეორგიევას შეფასებით, ცენტრალური ბანკები იძულებულნი ხდებიან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაურკვეველი ვადით შეინარჩუნონ.

ასეთი ვითარების ფონზე, სავალუტო ფონდი წევრ ქვეყნებს ფისკალური რეზერვების ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებს. გეორგიევას განცხადებით, გლობალური ფინანსური სისტემა რეცესიის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და ილოზაციას უნდა ერიდებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები