მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს EU საქართველოს მზაობის დონეს - ევროკომისიის ანგარიში

BM.GE
03.02.23 16:52
259
როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით?! ევროკომისიამ ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში 6 ჯგუფს ეხება. “მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება.. ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. - განაცხადა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა. 

ანგარიშის გამოქვეყნებას, ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი გამოეხმაურა. სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, წერს ის და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ანგარიში ეკონომიკურ სექტორს, და DCFTA შეთანხმებას შეეხება და არანაირი კავშირი აქვს 12 რეკომენდაციასთან, რომელიც სახელმწიფოს აქვს შესასრულებელი. ვინ როგორ გაიგო და რეალურად რაზე საუბრობს ევროკომისია? 

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები