მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღადგინა NEXT-მა ბათუმის 1888 წლის ისტორიული შენობა – NEXT Downtown

NEXT Downtown
29.07.26 15:13
483

ბათუმის ძველ უბანში, რევაზ კომახიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, გამორჩეული ისტორიის მქონე შენობა დგას. 1888 წლით დათარიღებული ეს ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში ნელ-ნელა კარგავდა პირვანდელ იერსახესფასადი ძველდებოდა, ავთენტური დეტალები ქრებოდა და შენობის საბოლოოდ ჩამოშლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა.

დღეს ორიგინალური ფასადი ზუსტად ისეთია, როგორიც საუკუნენახევრის წინ იყო. ეს ცვლილება კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორია შედეგი, როდესაც დეველოპერი რეალურ განვითარებაზე ზრუნავს და მისთვის პრიორიტეტი არა კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ ქალაქის კულტურული იერსახის შენარჩუნებაა.

ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხის პირას

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის შენობას თვითნებური ჩარევისგან იცავს და მფლობელს ავთენტურობის შენარჩუნებას ავალდებულებს, მეორე მხრივ კიინვესტორისთვისრთულ აქტივადაქცევს. მსგავს პროექტებზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ნელა მიმდინარეობს და რთულ ბიუროკრატიულ პროცესებს გულისხმობს. ამიტომ, ბევრი ნაგებობა წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება: დოკუმენტების მიხედვით დაცულია, სინამდვილეში კისრულად მიტოვებული.

ძველ ბათუმში მდებარე ეს შენობაც მსგავს გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა გადაწყვიტა, ემუშავა ისტორიულ ობიექტზე, რაც თავისთავად, წარსულის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შედეგად კი, NEXT Downtown-ი ოფიციალურად გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვალისთვის უხილავია. რეაბილიტაციის დაწყებამდე სიღრმისეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩატარდა. შენობის თავდაპირველი სახე ზუსტად ამ კვლევის საფუძველზე აღდგა და არა სუბიექტური დეკორატიული წარმოსახვით.

ეს დეტალი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობისას ყველაზე მარტივი გზა ე.. „ფასადიზმია“ – როდესაც ძველი ფასადი მხოლოდ იმიტაციისთვის ნარჩუნდება, ხოლო შენობის შინაარსობრივი ავთენტურობა უგულებელყოფილია.

NEXT-ის მიდგომა კი საწინააღმდეგო ლოგიკას ეფუძნებოდა: ჯერ ზედმიწევნით დადგინდა თავდაპირველი იერსახე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აღდგენაზე მუშაობა.

ისტორიული შენობა და თანამედროვე საცხოვრებელი

ისტორიული ფასადი სრულად განახლდა. შენარჩუნდა ყველა გამორჩეული არქიტექტურული ელემენტიდეკორატიული პროფილები, აივნები და სხვა ავთენტური დეტალები, რომლებიც ერთად XIX საუკუნის ბათუმის ვიზუალურ ესთეტიკას ეხმიანება.

ახალი ნაგებობის აშენება და მასში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ადვილია, მაგრამ ხასიათსა და ისეთ თვითმყოფად დეტალებს, როგორიცაა ძველი ორნამენტები, ხელოვნურად ვერ შექმნიამ ყოველივეს მხოლოდ დრო ქმნის. სწორედ ამიტომ, შენობის წარსული კომპანიისთვის ტვირთად კი არა, მთავარ უპირატესობად და ღირებულებად იქცა.

ავთენტურობის დაცვა კომფორტის ხარჯზე არ მომხდარა. ისტორიულ გარსს მიღმა შენობა სრულფასოვან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

პროექტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჰმატებს მდებარეობაც: ბათუმის ისტორიული ცენტრი, ცნობილი პიაცას მოედნის სიახლოვე და რამდენიმეწუთიანი სავალი მანძილი ზღვამდე ამ ადგილს ერთდროულად კომფორტულ საცხოვრებელ და პერსპექტიულ საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

აქ იბადება დღევანდელი მსოფლიო ბაზრის საზომით უიშვიათესი კომბინაცია: ისტორიული მისამართი და ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სტანდარტები. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქმნის ნამდვილ ღირებულებას.

მემკვიდრეობა და ქალაქის მდგრადი განვითარება

სწორი ხედვის მქონე დეველოპერისთვის ქალაქი მიწის ნაკვეთების ჯამი კი არა, ისტორიის მქონე ცოცხალი ორგანიზმია, რომლის მეხსიერებაც სწორედ მსგავს შენობებშია კონცენტრირებული. თითოეული დაკარგული ისტორიული ნაგებობა ქალაქს იდენტობის ნაწილს აკლებს, ხოლო გადარჩენილი მემკვიდრეობა სახეს უნარჩუნებს.

NEXT Downtown-ი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ურბანული განვითარება წარსულის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისტორიული შენობის გადარჩენა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა ცხადყოფს, რომ ბიზნესსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსი ქალაქის მდგრადი მომავლის მთავარი საფუძველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები