მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა პანდემიის შემდეგ? - ნინო ევგენიძე საქმიან დილაში

BM.GE
14.04.20 11:03
691
გლობალურ პრობლემას, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია მსოფლიო სხვადასხვანაირად, თუმცა მაინც ერთგვაროვნად ებრძვის. სრული ან ნაწილობრივი კარანტინი, ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვები, რეკომენდაციები საზოგადოებისთვის, საზღვრების ჩაკეტვა და ასე შემდეგ. თუმცა განსხვავებულია ქვეყნების რესურსები და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პერსპექტივები. რაზე უნდა დაფუძნდეს ჩვენი ეკონომიკური თუ სოციალური სტიმულირების კონრეტული ნაბიჯები, როგორ მუშაობს დრო ამ შემთხვევაში, ცუდია თუ კარგი საზოგადოების მხრიდან წნეხი გადაწყვეტილების მიმღებებზე, ეს და სხვა საკითხები მიმოიხილა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა…. ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის - ამ სახელწოდების დოკუმენტში გაანალიზებულია მშპ-ს კლების რამდენიმე სცენარი სექტორების მიხედვით, ბიუჯეტი, მთავრობის ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები.

სტუმარი: ნინო ევგენიძე - EPRC, აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები