მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ანიჭებენ სასტუმროებს ვარსკვლავებს?

გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოგზაურების მხრიდან განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა იზრდება. დამსვენებლები სასტუმროების დაჯავშნის პროცესში სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობას ითვალისწინებენ, ამას ადასტურებს booking.com-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საძიებო ფილტრებს შორის ყველაზე გამოყენებადი სწორედ ვარსკვლავია. მოგზაურები განსაკუთრებით ინტერესდებიან თუ რა პროცესია სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭება და რამდენად მკაცრად ტარდება აუდიტი, რომელიც განთავსების ობიექტების მომსახურების ხარისხს აფასებს. როგორ დგინდება სასტუმროების რეიტინგი და რა მნიშვნელობას ანიჭებენ ამას დამსვენებლები?