ჩეხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად. ამის შესახებ ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა Mero-მ განაცხადა.
მათი ინფორმაციით, ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, Mero დააფინანსებს $73 მილიონის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას. ეს ნავთობსადენი იტალიის პორტ ტრიესტის გზით ნავთობს ცენტრალურ ევროპას აწვდის.
ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს.
„ეს შეთანხმება ჩვენი მომავალია, ის დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იაროსლავ პანტუჩეკმა ჟურნალისტებს.