მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ზრდის წახალისებას?

ჩინეთი

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტიმულირება, დეფლაციური რისკების შემცირება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

პაკეტი მოიცავს დაფინანსების პროგრამასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების სტრატეგიას, რომელმაც ეკონომიკურ ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, ცენტრალური ბანკი უახლოეს პერიოდში ბანკებისთვის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, რაც დაახლოებით 142 მილიარდ დოლარს გამოათავისუფლებს საბანკო სისტემიდან.

გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 50 საბაზისო პუნქტით შემცირება და მინიმალური წინასწარი შენატანის მოცულობა 15%-მდე კორექტირდება.

აგრეთვე, საუბარია რეფინანსირების განაკვეთის დამატებით შემცირებაზე და ზოგიერთი სექტორისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფაზე.

ინვესტორების მხრიდან პოზიტიური რეაქციის მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება საკმარისი არ იქნება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. მათი თქმით, რეალური მოთხოვნის წასახალისებლად ფისკალური ცვლილებები და საკანონმდებლო რეფორმებია საჭირო, რასაც მთავრობა ისევ თავს არიდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები