გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულების კონტროლი გააქტიურდება.
"რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების ხარისხის ამაღლებას, ვიცი, რომ არის რეკომენდაციები, რომლებიც ვერ სრულდება და ამას როგორც ობიექტური ასევე შეიძლება ჰქონდეს სუბიექტური მიზეზები. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ჩაუღრმავდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მიზეზებს. ობიექტური მიზეზების შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ პრობლების გადაჭრა, რის გამოც ეს რეკომენდაციები ვერ შესრულდა. სუბიექტური მიზეზების შემთხვევაში კი შეიძლება სხვადასხვა სახის განვითარება მოჰყვეს, მათ შორის თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან. ვფიქრობ, აუდიტის ჯგუფთან ძალიან მჭიდრო კავშირით მოხდება რეკომენდაციების შესრულების კონტროლი. ამას ბუნებრივია, შედეგად მოჰყვება რეკომენდაციების შესრულების ზრდა", - ასე უპასუხა გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა "ოცნების" დეპუტატის, ლადო ბოჟაძის შეკითხვას.
ცნობისთვის, გასულ კვირას, “ოცნებამ” უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
გაბიტაშვილი პოსტზე 2024 წლის 18 ივლისს 6 წლის ვადით დაინიშნა. უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ამ მცირე დროის განმავლობაში ის დაასანქცირეს დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.




























