მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ბინებზეა მოთხოვნა ბათუმში? - Galt&Taggart-ის მიმოხილვა

643503c22bdc6
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 12:21
855
Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2015 წლიდან 2022 წლამდე საშუალო ზრდამ 26.8% შეადგინა. ხოლო 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ ორ თვესთან შედარებით ზრდა 59%-ია.

„გაყიდვების დაახლეობით 70% ახალი ბულვარის და შიდა ცენტრის რაიონებში ხორციელდება. პირველ ხაზში გაყიდვების დაახლოებით 15% მოდის. გაყიდვების 90% მცირე და საშუალო ზომის ბინებზე მოდის (25-50 კვ.მ. და 50-80 კვ.მ.)“, - წერია Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაში.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 2022 წელს ბათუმში იანვრიდან (5%) დეკემბრამდე 17.6%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონება თბილისის მსგავსად, ბათუმშიც გაძვირებულია. Galt&Taggart-ის მიხედვით ფასებზე გაძვირებული მშენებლობა და შემცირებული მიწოდება მოქმედებს. კერძოდ, უძრავი ქონების ფასის ინდექსი ლარში 2022 წლის დეკემბრის მონაცემით, 124-მდე გაიზარდა, მაშინ როცა, 2021 წელს 103 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები