მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ბიზნესკლიმატშიც ვცხოვრობთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, აქედან წასვლა არ გვინდა - ბიზნესმენი

პაატა კოკაია

“როგორ ბიზნესკლიმატშიც ვცხოვრობთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, აქედან წასვლა არ გვინდა” – ასე უპასუხა „ინნ ჯგუფის“ თანამდაფუძნებელმა, ბიზნესმენმა პაატა კოკაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის, ოფიციალური პირების სანქცირების და შეჩერებული ევროინტეგრაციის საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესის განწყობაზე გავლენას შეეხებოდა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში „ინნ ჯგუფი“ დიდი ინვესტიციების განხორციელებას მოერიდება, მაგრამ გაჩერებას არ აპირებენ. "ინნ ჯგუფი" აპირებს, სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესით საქართველოს სხვა რეგიონებში შევიდეს, მაგრამ ბიზნესმენმა ქალაქი არ დაასახელა.

- გასაგებია, რომ [ეს სიტუაცია] კარგი არაა. გასაგებია, რომ უკეთესობა არაა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! როგორ კლიმატშიც ვცხოვრობთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ აქედან წასვლა არ გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ და აქ უნდა გავაგრძელოთ, ეკონომიკის შენება.

- რას ეტყოდით მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, რომელსაც ვქირაობთ იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს და გაატარონ რეფორმები, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს...

- რა თქმა უნდა, ხალხი და მთავრობა ერთად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვიცი, ჯადოსნური ფორმულა, რა არის უკეთესი...

- ქვეყანას განვითარებისთვის რა სჭირდება?

- ერთად დგომა და საქმის კეთება გვჭირდება განვითარებისთვის.

- დღეს როგორ ვართ?

- დღეს ორ აზრზე ვართ, სამწუხაროდ.

- პირველ რიგში, ვის ვისი ხმა უნდა ესმოდეს დღეს?

- ორივეს ერთმანეთის ხმა უნდა ესმოდეს - მთავრობას - ხალხის ხმა და ხალხს - ერთამენთის...

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში - რა დავასრულოთ?

- სხვადასხვა მხარეს სირბილი...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები