მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაარწმუნებთ ხალხს, საზტრანსპორტით იარონ, როცა თქვენი გუნდი საწვავზე ₾2 მლნ-ს ხარჯავს?

63ac0659e557b
მარიამ ვარადაშვილი
28.12.22 13:10
727
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება. დღესვე საკრებულოს წევრებმა მერიის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი უნდა დაუჭირონ.

საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ თბილისის მერს გაზრდილ საწვავის ხარჯებზე ჰკითხა. კერძოდ, ბუაძე დაინტერესდა, როგორ უნდა დაარწმუნოს ქალაქის მთავრობამ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, როცა თავად მერიის თანამშრომლები ავტომობილებით დადიან.

“აუდიტის სამსახურის დასკვნა ვნახეთ, სადაც ეწერა რომ 2017-2018 წლებში თბილისის მერიაში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ავტომობილებში, ვიდრე ავზები იტევდა. ასევე ვიხილეთ ასეულობით ავტომობილი თბილისის მერიის საკუთრებაში და ვუყურებთ იმ ავტოპარკს, რაც საკრებულოს ემსახურება. საუბარია 40 ერთეულ ავტომობილზე. ასევე ვხედავთ საწვავის გაზრდილ ხარჯებს, 2 მლნ ლარს გადააჭარბა ამ ხარჯებმა. ამიტომ მაინტერესებს თუ თქვენივე გუნდის წევრებს ვერ არწმუნებთ იმაში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, თბილისელებმა როგორ უნდა ირწმუნონ მისი პერსპექტივა და დაიჯერონ თქვენი რეფორმა? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა დედაქალაქში. რატომ უნდა დაგიჯერონ მოქალაქეებმა, როცა თქვენივე გუნდის წევრები 2 მლნ ლარს ხარჯავენ საწვავზე?”,- განაცხადა ბუაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები