მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5de261b80b00f
ლევან თაღიაშვილი
30.11.19 16:27
1390
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა მხოლოდ "საქართველოს ბანკმა" და "თიბისი ბანკმა" დაასრულეს; დანარჩენი 2 კომპანიის აქციების ფასი კი, გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკის" 367 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 5.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად, "Georgia Capital"-ის 208 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა თითქმის 2 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ყველაზე მეტი, 625 ათასი აქცია გაიყიდა 1 მილიონად; რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 106 ათასი აქცია გასხვისდა თითქმის 1.3 მილიონად.

ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია ლონდონში "საქართველოს ბანკია" 727 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 683 მილიონით, "Georgia Capital" - 346 მილიონით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 216 მილიონი ფუნტ სტერლინგია. 1 იანვრიდან დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასია მომატებული 7.48%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის ფასიანი ქაღალდები კი, გაუფასურებულია; "Georgia Capital"-ის - 7.54%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 19.24%-ით, "თიბისი ბანკის" კი - 18.53%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები