ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული გასულ კვირას ყველა მათგანის აქციების ფასი დაეცა. რაც შეეხება კონკრეტულ გარიგებებს, BGEO-ს აქციებზე 2.7 მილიონი ფუნტის ტრანზაცქია განხორციელდა, Georgia Capital-ის 976 ათასი ფუნტის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 129 ათასის, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის ფასიან ქაღალდებზე 1.4 მილიონის გარიგებები განხორციელდა.
1 წლის ჭრილში ყველა მათგანის ფასი გაუფასურებულია და დიაპაზონი 44-დან 64%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკია" 442 მილიონით, რამდენიმე ათასი ფუნტით ჩამორჩება "თიბისი ბანკი" შემდეგ მოდის 185 მილიონით Georgia Capital, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 110 მილიონი ფუნტია.