მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5e18d2466de05
ლევან თაღიაშვილი
10.01.20 23:35
1173
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ბოლო 1 კვირაში ყველა მათგანის აქციების ფასი გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკის" 215 ათასი აქცია გასხვისდა 3.3 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 135 ათასი 1.1 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 407 ათასი 477 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" კი 120 ათასი 1.49 მილიონ ფუნტად.


LSE-ზე ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კომპანიის სტატუსს კვლავ "საქართველოს ბანკი" ინარჩუნებს 771 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 682 მილიონით, "Georgia Capital" 356 მილიონით და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 155 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ 1 წლის ჭრილში მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასია გაზრდილი 2.99%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის კი გაუფასურებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები