მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარა ქართული ბიზნესი უკრაინას - კომპანიების სია

62386c225c475
გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია
21.03.22 19:34
5683
ქართული ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთიანდება. კომპანიები და ორგანიზაციები საჯაროდ გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს.

უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოში კერძო ინიციატივით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, შეგროვდა ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, კომპანიების ნაწილი უკრაინელ მოქალაქეებს მომსახურებას უსასყიდლოდ უწევს, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. საქართველოდან უკარინაში დაახლოებით 600 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი.

Forbes Georgia და BMG გთავაზობთ იმ ქართული კომპანიებისა და ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

საგულისხმოა, რომ მოცემული სია არასრული ჩამონათვალია და უკრაინის მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება.


• აფთიაქების ქსელებმა GPC-მ და „ფარმადეპომ“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები გაგზავნეს, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის კი 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოყვეს.
• სააფთიაქო ქსელმა PSP-მ 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები გამოყო.
• Biochimpharm-მა უკრაინას 40 000 ლარის ღირებულების პრეპარატები გადასცა.
• „ავერსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უკრაინაში გასაგზავნად მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცა.
• „ევექსის კლინიკები“, „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“, „პინეო“ და სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ საომარი მდგომარეობის გამო საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობენ.
• „თიბისი ბანკმა” საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველადი შენატანის სახით 200 ათასი ლარი ჩარიცხა – დღეის მდგომარეობით, ფონდში 1.5 მილიონ ლარზე მეტი მოგროვდა. გარდა ამისა, თიბისიმ უკრაინის მხარდასაჭერ გადარიცხვებზე საკომისიო გააუქმა და ბანკი ამჟამად საქართველოში მყოფ უკრაინელებს უსასყიდლოდ გადასცემს ჯანმრთელობის დაზღვევას.
• „საქართველოს ბანკმა” გადაწყვიტა საქველმოქმედო ანგარიშის შექმნა, სადაც პირველადი შენატანის სახით 250 ათასი ლარი გადარიცხა - საერთო ჯამში, ფონდში 1.5 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. „საქართველოს ბანკი” ასევე მზადაა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოს. გარდა ამისა, ბანკი უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარების გადაცემითაც დაეხმარა.
• „კრედო ბანკმა” უკრაინელებისთვის 100 000 ლარი გადარიცხა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში.
• MBC უკრაინას 50 ათასი ლარით დაეხმარა.
• „პაშა ბანკმა“ უკრაინის მხარდასაჭერ გადარიცხვებზე საკომისიო გააუქმა.
• „ლიბერთი ბანკმა” 50 000 ლარი ჩარიცხა წითელი ჯვრის ანგარიშზე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების სახელით კი 42 000 ლარი შეგროვდა. გარდა ამისა, ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.
• „ტერაბანკმა” უკრაინაში მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები გაგზავნა.
• Wissol-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 120 000 ლარი გამოყო, გარდა ამისა, კომპანიამ თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის საძილე ტომრები გაგზავნა.
• Socar-ი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს უფასოდ მოემსახურება
• კომპანია Gulf-ი საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში მიწოდებას უზრუნველყოფს.
• Rompetrol-ის თანამშრომლებმა ომში დაჭრილი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
• RMG-მ საქველმოქმედო ანგარიშზე 160 000 ლარი გადარიცხა.
• რესტორნები „ჩვენი”, „ქვევრი”, „QooQy Bakery” უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან.
• „მადარტმა”, „ბროტპლატცმა“ და „ბაზარმა ორბელიანზე” საქართველოში მყოფი უკრაინელები საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.
• Dunkin Donuts-მა და Wendy’s-მა უკრაინელ მოქალაქეებს საკუთარი ვაუჩერები გადასცეს.
• მაკდონალდსმა და კოკა-კოლამ საქველმოქმედო ანგარიშზე ჯამში 30 000 ლარი გადარიცხეს.
• Holiday Inn Tbilisi, Iveria Inn Tbilisi, Sairme Hotels Resorts, Orbeliani Residence Hotel, Folk Boutique Hotel და Hotel Tbilisi Central საქართველოში მყოფ უკრაინელებს დარჩენას უსასყიდლოდ სთავაზობენ.
• Luca Polare-მ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 10 ათასი ლარი გამოყო.
• კლუბმა „ბასიანმა” უკრაინელ ხალხს 4-5 მარტის ღონისძიებებზე შემოსული თანხა სრულად გადაურიცხა.
• „არქიმ“ უკრაინის დასახმარებლად 150 000 ლარი გამოყო.
• BK Construction-მა და White Square-მა საქველმოქმედო ფონდში 110 000 ლარი გადარიცხეს.
• „ანაგი ჯგუფმა“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.
• Alliance Group-ი საქართველოში მყოფ უკრაინელებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
• „მოდუსი“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის.
• „საქართველოს უნივერსიტეტი” უკრაინას 1 მილიონი ლარით დაეხმარა.
• „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) უკრაინელ ტურისტებს მის საერთო საცხოვრებელში განთავსებასა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას სთავაზობს.
• „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
• „სულაკაური გამომცემლობამ“ შექმნა ჰუმანიტარული დახმარების ფონდი, რომელშიც ვებ-გვერდსა და მაღაზიებში გადახდილი თანხის 10% ირიცხება. გარდა ამისა, უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. 
• „პირველი არხი“, „წითელ ჯვართან“ ერთად, საქველმოქმედო მარათონს მართავს, რომელშიც საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაც“ ერთვება.
• ტელეკომპანია „ფორმულამ“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, სადაც მისი დონაცია 500 000 ლარია.
• „მთავარ არხზე“, „ნანუკას შოუში“ იმართება საქველმოქმედო მარათონი, სადაც 800 000 ლარზე მეტი შეგროვდა.
• „ბილაინმა” უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წითელი ჯვრის ორგანიზაციაში 100 000 ლარი გადარიცხა.
• „მაგთის” IP-ტელევიზიაში უკრაინული საინფორმაციო არხი Ukraine 24 უფასოდ გაეშვა.
• „სილქნეტმა” და „ბილაინმა” უკრაინის მიმართულებით ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაგზავნა უფასო გახადეს.
• Nexia TA Georgia-მ მისი თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინისთვის 10 ათასი ლარი შეაგროვა.
• Majorel Georgia-მ გადაწყვიტა, რომ მისი თანამშრომლების მიერ შეგროვებულ თანხას გააორმაგებს და „წითელ ჯვარს” გადასცემს.
• მართვის კომპანია GGM-ის გუნდი უფასოდ დაეხმარება უკრაინულ ბიზნესს, რომელიც მუშაობს საქართველოში და დახმარება სჭირდება.
• UGT-მ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. გარდა ამისა, კომპანია მზად არის, სხვადასხვა IT-სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და პროფესიული ცოდნა გაუზიაროს უკრაინაში მოქმედ ორგანიზაციებს.
• „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ მიიღებს და გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
• „საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.
• „დინამო თბილისმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთს მოიცავს.
• კორპორაცია ICR-ი მარტის თვეში მიღებული შემოსავლების 2%-ს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.
• „კახური ტრადიციული მეღვინეობა” უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ და ფულად დახმარებას გამოყოფს. გარდა ამისა, KTW ჯგუფი უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებელს და დასაქმებას სთავაზობს.
• „ემოცია” ყოველი გაყიდული ნივთის ღირებულების 20%-ს საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხავს.
• „პატერსონი“ ჩანთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს „თიბისის“ ანგარიშზე გადარიცხავს.
• „რექლესმა” უკრაინის მხარდასაჭერი პრინტით მაისურები გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხის 100% გადაირიცხება უკრაინის ეროვნულ ბანკში.
• „ალტერსოქსი” უკრაინაში თავის პროდუქციას გაგზავნის.
• „გეფერინი“ უკრაინაში გასაგზავნად 12 ათასი ლარის ღირებულების ფეხსაცმელს გასცემს.
• „სპილოუ” უკრაინელების დასახმარებლად თბილ ტანსაცმლებს, ქუდებსა და პირბადეებს გზავნის.
• ნიკორამ ანგარიშზე 50 000 ლარი გადარიცხა, გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხის 2% უკრაინაში გადაირიცხება.
• Retail Group Georgia-მ წითელი ჯვრის ფონდში უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა .
• Agrohub-მა 200 უკრაინელ ოჯახს აგროჰაბის 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
• „კარფური“, „გორგია“, „მაგნიტი“ და „დომინო“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას და პირველადი მოხმარების ნივთებს გზავნიან.
• “კამპამ“, “კულამ“, “კლინტექმა“ “რკომ“, “კოდალამ“, “ჯიპიარმა”, “ფრუტერამ”, “ჩიკორმა”, “მარანი კასრელმა”, “მანნამ”, “კერკმა”, “ანაბეჭდმა”, “ხილარმა”, “ლიმომ”, “ჯინვენტორმა”, “ქეთის არტ სტუდიამ”, “სენსესმა”, “ფრიქსმა”, “ჯეო ჰოსპიტალსმა”, “ლიბემ”, “ბესიმ”, “სოციალურმა საწარმო ანინამ”, “ჯორჯიანმედმა”, “ფესომ”, “ეკოვუდმა”, “ინვეტ ჯგუფმა”, “ედვაიზმა”, “კოსმომ”, “ბერტამ”, “აუგუსტის ხილის ქარხანამ”, “ეი ბი ემმა”, “ახალგაზრდა ფერმერმა”, “დოდოკამ”, “ნოვამ”, “გეფერინმა”, “ნიკოლმა”, “ზედაზენმა”, “თხილის კორპორაციამ”, “გუსმ”, “ჰარმოსფერომ”, “ტენემ”, “ეკო ჯორჯიამ”, “ჯორჯიან ნექტარმა”, “ჯეონატურალმა” და “სოფიანამ” უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება და საკუთარი პროდუქცია გამოყვეს, ტვირთის ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება, ნაწილი კი საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
• Meama საქართველოს წითელ ჯვარს ეხმარება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს მოთხოვნა პლატფორმაზე - forukraine.meama.ge და მეამას მიწოდების სამსახური სასურველი მისამართიდან წამოიღებს შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებას.
• CARU მიღებული ყოველი შეკვეთიდან 5 ლარს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.
• „ჩიკიტაიმ“ სათამაშოების ახალი ხაზი შექმნა – მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Smart-ის ფილიალი კვებით უზრუნველყოფს უკრაინიდან დევნილ მგზავრებს.
• საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები – „ჯორჯიან ბასი“, „ომნიბუსი“, „სმარტი“, „დანკინი“, „მეამა ქოლექთი“, „ბასკინ რობინსი“, „მედ დიაგნოსტიკა“, „იუნიქი“, „კოფისტა“, მარტის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ.
• საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) წევრმა კომპანიებმა უკრაინელების მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში 320 000 ლარამდე თანხა გადარიცხეს. ასოციაციის წევრებია: შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი, სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „დეკა“. ამასთან, ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა. საქველმოქმედო აქციაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიაც“ ჩაერთო, ხოლო კომპანიის თანამშრომლებმა სისხლის დონაცია გაიღეს.
• საერთაშორისო ლოგისტიკურიმა კომპანიამ Wondernet Express Group-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები გაგზავნა.
• “კავკასიის ავტოიმპორტმა” ერთ ტონაზე მეტი არამალფუჭებადი პროდუქტი და 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გააგზავნა.
• „თეგეტამ“ უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად 120 000 ლარი გადარიცხა.
• „ავტობასი“ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე ტრანსპორტირებას სთავაზობს.
• Wolt-ი და Bolt-ი უკრაინელებს ფინანსურად ეხმარებიან – კომპანიები ევროპის რეგიონში შესრულებული ყოველი შეკვეთიდან 5%-ს უკრაინის დამხმარე ორგანიზაციებს გადასცემენ.
• „ჯეპრა” და „კოლაიდერი” მზად არიან, უკრაინის მოქალაქეებს სამუშაო სივრცე უსასყიდლოდ გამოუყონ.
• „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ უკრაინის მხარდასაჭერად „საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის“ ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა.


ქართული ბიზნესი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა, ამ ურთულეს დროს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გვერდით უდგას და სოლიდარობას უცხადებს!

წყარო -  Forbes.ge
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები