საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ აბელმა თავისი მმართველობის ერა სიმბოლური და სტრატეგიული ნაბიჯით დაიწყო. კერძოდ, აბელმა საკუთარი წლიური ხელფასის სრული მოცულობა, დაახლოებით 15.3 მილიონი დოლარი, კომპანიის აქციების შესაძენად გამოიყენა.
ექსპერტების შეფასებით, ამით მან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა ინვესტორებს, რომ მისი პირადი ინტერესები სრულად ემთხვევა აქციონერთა ინტერესებს და ის მზად არის, საკუთარი კაპიტალითაც გარისკოს კომპანიის მომავლისთვის.
აბელის პირადი ინვესტიციის პარალელურად, Berkshire-მა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ აქციების გამოსყიდვის პროგრამაც განაახლა. კომპანიამ დაადასტურა, რომ იწყებს საკუთარი აქციების შესყიდვას, რადგან ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კომპანიის საბაზრო ფასი ამჟამად რეალურ ღირებულებაზე დაბალია. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე აბელმა კონსულტაცია პირადად უორენ ბაფეტთან გაიარა, რომელიც კვლავ რჩება კომპანიის თავმჯდომარედ და სულიერ წინამძღოლად.
გარდა ამისა, Berkshire-ის ბალანსზე ამჟამად $370 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფულია, რომლის გამოყენება აბელს ჯერ არ დაუწყია.




























