მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დასრულდა თებერვალი საბანკო სისტემისთვის?

კონსოლიდირებული მაჩვენებლების თანახმად, თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა 354 მილიონი ლარით გაიზარდა და ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 52.2 მილიარდ ლარს მიაღწია. თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.09%-ით გაიზარდა. ამასთან, კრედიტების შემადგენლობაში 403 მილიონი ლარით გაიზარდა ლარის სესხები, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ნაშთი 49 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, საფინანსო სექტორში ზრდა ძირითადად ლარის კრედიტებში ფიქსირდება.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;