მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დასრულდა ზაფხულის ტურისტული სეზონი იმერეთში?

World Travel & Tourism Council-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს გლობალურად დახარჯული ყოველი $10-დან $1 მოგზაურობის ხარჯებზე მოდის. გლობალურ ეკონომიკაში მოგზაურობის კონტრიბუცია წელს $11 ტრილიონს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ანგარიშის თანახმად, ადამიანებმა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვისას სულ უფრო მეტად დაიწყეს მოგზაურობის ხარჯების გათვალისწინება. მათი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ტურიზმის ინდუსტრიის გლობალურ მშპ-ში კონტრიბუცია წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზრდება და გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს გაუტოლდება. ეს მაჩვენებელი კი თავის მხრივ 7.5% აღემატება 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მონაცემს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში გაწეულ სამოგზაურო ხარჯებზე მოვა. 2024 წელს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 348 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 13.6 მილიონით აღემატება. საერთაშორისო მოგზაურობის წილის ასეთი მასშტაბური არა, თუმცა მზარდი მონაცემები აქვს საქართველოსაც?

სტუმარი: ლაშა ბერეკაშვილი - Travel To Georgia-ს დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები