შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც შრომითი იმიგრანტისა და საშუამავლო კომპანიის საკითხები დაარეგულირა და რომელიც, 2023 წლის 1 სექტემბრიდან უკვე ამოქმედდა.
ორი მთავარი რეგულაციაა ამ მიმართულებით: ერთი – შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა დასაშვებია მხოლოდ ამ შრომითი იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე და მეორე – საშუამავლო კომპანია შეიძლება იყოს იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან.
როგორი უნდა იყოს ხელშეკრულება? რა ვალდებულებები და სანქციები ვრცელდება ორივე მხარეზე და ა.შ. შევეცდებით გავერკვეთ, რა მექანიზმებით გამოდის შრომითი იმიგრანტი დღეს უფრო მეტად დაცული?
სტუმარი: ნინო ჯოლია - "გრანთ თორნთონ საქართველოს" იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი და "გრანთ თორნთონ აკადემიის" ტრენერი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;