მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ემზადება ევროკავშირი ზამთრისთვის?

გაზი

ევროპის მასშტაბით ზამთრისათვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ბუნებრივი აირის რეზერვების 90% შევსებულია, ხოლო ნოემბრისთვის საცავები ფაქტობრივად სრულად იქნება შევსებული.

მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდში გაზის მარაგებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში რეგიონი განსაკუთრებით მოწყვლადია გარე ფაქტორების მიმართ, სტრატეგიული რეზერვების არსებობა კი გაზის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს LNG პორტების მშენებლობა და ევროკავშირის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2021 წელთან შედარებით, თხევადი გაზის მოხმარება გაორმაგებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემა ეტაპობრივად LNG-ის მოხმარებაზე გადადის.

თხევადი გაზის უმსხვილეს მომწოდებლებს შორის აშშ, კატარი და ალჟირი არიან, შესაბამისად, გეოპოლიტიკური რისკები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ეს რუსეთზე დამოკიდებულების შემთხვევაში იყო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად სრულად შეწყვიტა რუსული ნავთობის და საწვავის იმპორტი, ამიტომაც ზამთრის პერიოდში ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული რისკებიც შემცირებული იქნება, თუმცა საფასო ცვლილებებისგან დაზღვეული ევროპაც არ არის.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები