მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაანაწილა ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავალი?

ლა ლიგის სატელევიზიო შემოსავალი

ესპანურმა ლა ლიგამ წელს სატელევიზიო შემოსავლებიდან 1,35 მილიარდი ევრო მიიღო, რაც მთლიანად კლუბებზე გაანაწილა. ამ თანხის ნახევარი ანუ 675 მილიონი ევრო ყველა გუნდს თანაბრად ერგო, რაც საშუალოდ კლუბზე 33,77 მილიონ ევროს შეადგენს.

დარჩენილი 675 მილიონი კი იმის მიხედვით განაწილდა თუ რომელ ადგილზე დაასრულეს კლუბებმა ასპარეზობა. ლა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა“ ამ თანხის 17%-ს ანუ 57.42 მილიონ ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი “რეალი“ 15%-ს (50.66 მილიონ ევროს), ხოლო მესამეადგილოსან „ატლეტიკოს“ 13% ანუ 43.91 მილიონი ევრო ერგო.

ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბებს, “ბარსელონას“, “რეალს“, “ატლეტიკოს“, “ბილბაოსა“ და “ვილიარეალს“ დამატებით 18.62 მილიონი ევრო გადაეცემათ. “ბეტისმა“ და “სელტამ“ ევროპა ლიგაზე გასვლისთვის 4.31 მილიონი ევრო დაიმსახურეს, ხოლო "რაიო ვალიეკანომ“ კონფერენს ლიგაზე მოხვედრით 3.17 მილიონი ევრო გაინაღდა.

ეს თანხა გაიზრდება ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებებისა და ფრედ დასრულებული მატჩების შემთხვევაში, ასევე თითოეულ პლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში. შედეგად, ლა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა“ სატელევიზიო უფლებებიდან ჯამში მინიმუმ 109.8 მილიონ ევროს მიიღებს, “რეალი“ – მინიმუმ 103 მილიონ ევროს.

ლა ლიგის სატელევიზიო შემოსავლის დარჩენილი 25% ბილეთებისა და აბონემენტების გაყიდვების, მაყურებელთა რაოდენობისა და ტელეკომპანიებთან თანამშრომლობის მიხედვით გადანაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები