მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადავამოწმოთ თავი საარჩევნო სიაში?

ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრიდან მოხსნილნი არიან. მიზეზად „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“ სახელდება. „ყველა, ვინც ემიგრაციაში იმყოფებით და მიგაჩნიათ, რომ დარეგისტრირებულები ხართ საკონსულოებში, ნუ შეხვალთ შეცდომაში. დღეს გადავამოწმე ჩემი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ სიიდან ჩახსნილი ვყოფილვარ. საზღვარგარეთ 1998-ი წლიდან ვცხოვრობ და მაგ დროიდან მოყოლებული ყველა წელიწადი ერთად რომ შევაჯამოთ 3 თვეც კი არ გამომივა საქართველოში სტუმრობის. ასე რომ, გაითვალისწინეთ ჩემი გამოცდილება და გადაამოწმეთ თქვენი სტატუსი, რომ ბოლოს სიურპრიზი არ შეგრჩეთ ხელში.“ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე. ინფორმაციისთვის, ერთ-ერთი გზა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მისცეს ხმა, საკონსულო აღრიცხვის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციაა.

სტუმარი: გიორგი მონიავა - სამართლებრივი ექსპერტი, სამართლიანი არჩევნები;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები